ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

06.01.24 13:24
ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

 

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა - დაშავებულთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. როგორც ირკვევა, ისინი ერთ ოჯახს წარმოადგენენ. დაზარალებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

 არსებული ინფორმაციით, მათი ინტოქსიკაცია წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

ადგილზე "სოკარ გაზის" თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს, თუმცა მალევე აღუდგინეს.

მედიკოსების თქმით, მოწამლული 5 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან და სამედიცინო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში დატოვებენ.