ადიგენის 6 სოფელი იზოლაციაშია მოქცეული - ჩახერგილია გზები, მოსახლეობა ელექტროენერგიის და გაზის გარეშეა დარჩენილი
ადიგენის ექვსი სოფელი სრულ იზოლაციაშია მოქცეული - მოსახლეობა 24 საათზე მეტია, რაც შუქის, გაზის და გათბობის გარეშეა დარჩენილი. უამინდობის და დიდი თოვლის გამო ჩახერგილია გზები და სოფლებამდე მისვლა შეუძლებელია.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ მათ დასახმარებლად იქ არც ერთი უწყება არ ჩასულა. არც მძიმე ტექნიკა გამოჩენილა, რომ გზის გაწმენდა დაიწყოს, არადა საავტომობილო და შიდა გზებზე ადგილობრივების ცნობით, იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ საჭიროების შემთხვევაში იქ სასწრაფო დახმარებაც კი ვერ მივა.
მე ვიყავი ადიგენის რაიონის სოფელ გომაროში. სოფელი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არ არის ელექტროენერგია, ტექნიკა, გზა გაწმენდილი. ელემენტარული გზაზე მარილიც კი არ ყრია. მოვითხოვთ გაიწმინდოს გზა მოსახლეობისთვის", - აღნიშნავს ადგილობრივი.
დიდთოვლობის გამო დაზიანებული არის ელექტროგადამცემი ხაზები. ადიგენის რაიონულ ცენტრს ელექტროენერგია მიეწოდება, ხოლო იმ სოფლებში, სადაც არ არის მომარაგება აღდგენილი, ტექნიკური ჯგუფები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას.