ორბელიანის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო - ადგილზე გამომძიებლები ნაზღაიძესთან ერთად მივიდნენ

06.01.24 15:03
ორბელიანის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო - ადგილზე გამომძიებლები ნაზღაიძესთან ერთად მივიდნენ

ორბელიანის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. რამდენიმე საათიანი დაგვინებით, იქ კრიმინალური პოლიციის თანამშორმლები და გამომძიებლები გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მივიდნენ. არადა თავდასხმა ტელეწამყვანზე გუშინ მოხდა. იქ პოლიციაც მივიდა, თუმცა გაირკვა, რომ არც კამერების ჩანაწერები ამოუღიათ და არც შესაბამისი მოქმდებები ჩაუტარებიათ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების გადაწყვეტილება კი პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ საქმის გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ტელეწამყვანი დღეს კიდევ ერთხელ თაბუკაშვილის პოლიციაში მივიდა.

ნაზღაიძე ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რატა ხვალ სხვა ადამიანებს ფიზიკური ანგარისშოწრების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე არ დაემუქროთ.

მითხრეს, შენ გელოდებოდით, რომ მოსულიყავი და მერე ჩაგვეტარებინა ექსპერტიზაო. მოვედით ადგილზე, დეტალურად გავიარეთ ყველაფერი. ვაჩვენე, მოვუყევი, რა როგორ მოხდა. გუშინ კი მოვუყევი ყველაფერი, მაგრამ მათ მითხრეს, დეტალურად გვინდა გვიჩვენო და გავიაროთ ეს ყველაფერიო. როგორც ჩანს, კამერები არ არის ამოღებული, თორემ რომ იყოს ამოღებული, აღარ დაგვჭირდებოდა ამ გზის გავლა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ. შეიძლება მე გადავრჩი და ჩემი მეგობრები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ შეიძლება ვიღაცა ვერ გადარჩეს და ჩვენი, თითოეული მოქალაქის უპასუხისმგებლობით ხდება ეს, იმიტომ, რომ წინაზე იყო და ვიღაცა დაჭრეს, იმის წინაც იყო და ყველა რომ ჩუმდება, ეს არის ჩვენი უპასუხისმგებლობის ბრალი", - ამბობს ნაზღაიძე. 

გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ დანებით და ბასრი საგნებით შეირაღებული კრიმინალური ბანდა თავს მას და მის მეგობრებს გუშინ საღამოს დაესხათ. ტელეწამყვანის თქმით, მათ გამოქცევა მოახერხეს.