ქუთაისში, თეთრი ხიდის პანორამული მინა ისევ დაზიანდა
ქუთაისში, თეთრი ხიდის სავალ ნაწილზე პანორამული მინა ისევ დაზიანდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპა ჩვენია სახლია" ავრცელებს და ხიდზე გამვლელ ქვეითებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მერიის წარმომადგებლების სწრაფ რეაგირება ნაკლებად მოსალოდნელია.
განვათავსეთ დროებითი გამაფრთხილებელი სტიკერები.
მოერიდეთ გაბზარულ მინაზე გადაადგილებას", - წერს "ევროპა ჩვენია სახლია" ფეისბუკზე.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგაც ხშირად თავს იჩენს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.
"მორიგად გაიბზარა თეთრ ხიდზე მინა. მართლმსაჯულებას გადაგვცეს ნამუსდაკერხერებულებმა გამაფრთხილებელი სტიკერების გამო წინა ჯერზე. ახლა საყოველთაო შვებულებაა და საცივიდან თავის ამოყოფაზე არ მგონია შეიწუხონ თავი. ამიტომ, ფრთხილად ხიდ-ხაფანგზე გავლისას!,"- წერს თორნიკე ბარათაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, "თეთრი ხიდის" რეკონსტრუქცია 2018 წელს განხორციელდა.