კილომეტრიანი საცობი რიკოთის უღელტეხილზე - რა გახდა მოძრაობის შეფერხების მიზეზი?
კილომეტრიანი საცობი რიკოთის უღელტეხილზე - დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი მაგისტრალი რამდენიმე საათია ფაქტობრივად პარალიზებულია.
ასობით ავტომობილი დაუსრულებელ რიგში უმოძრაოდ დგას. გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მოძრაობის შეფერხების მიზეზი მაგისტრალზე მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა, რომელიც გზის გაწმენდითი სამუშაობის გამო შეიყვანეს.