იტალიაში 39 წლის ქართველი კაცი დააკავეს
იტალიაში ქურდობის ბრალდებით ქართველი დააკავეს. ირკვევა, რომ მოდენას პროვინციაში 39 წლის კაცი ავტოფარეხიდან ტანსაცმელს იპარავდა.
იტალიური მედიის ცნობით, ის 3 იანვარს, გვიან ღამით, ავტოფარეხის მფლობელმა იპოვა, თავად დააკავა და პოლიციას გადასცა.