"მინისტრის ბრძანება არ შეასრულეს" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის ქუჩებში არსებულ განუკითხაობაზე?

06.01.24 17:21
"მინისტრის ბრძანება არ შეასრულეს" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის ქუჩებში არსებულ განუკითხაობაზე?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის ქუჩებში არსებულ განუკითხაობაზე? - ერთ-ერთი ადგილი, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებაა, დედაქალაქის ცენტრია. ორბელიანის მოედანი ბოლო დროს  ფაქტობრივად კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრად იქცა.

ვითარება განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში გართულდა და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მინისტრმა გომელაურმა იქ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ბრძანებაც კი გამოსცა.

დოკუმენტში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა წერია, რომ კრიმინალურ და საპატრულო პოლიციას იქ უსაფრთხოებისთვის დამატებითი ძალების მობილიზება დაევალა. ამისთვის კი ძალოვანი უწყებიდან დიდი ფულიც დაიხარჯა.

"ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ მინისტრის ბრძანება არ სრულდება.

არაეფექტურად მუშაოებენ. ის, რომ სადრაც რაღაც დანაშაული მოხდება და პოლიცია მივა, გასაგებია, მაგრამ იქ პოლიცია ადგილზე უნდა ყოფილიყო, რადგან ამის ბრძანება არსებობს. მინისტრის ბრძანება არის და ამ ადამიანებმა მინისტრის ბრძანება არ შეასრულეს", - ამბობს ბესო დონაძე. 

ცნობისთვის,  გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ დანებით და ბასრი საგნებით შეირაღებული კრიმინალური ბანდა თავს მას და მის მეგობრებს გუშინ საღამოს დაესხათ.