რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

06.01.24 19:40
რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

"მოზაიკა"-ს ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე გუშინ მოხდა - ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.