შეიძლება, ჟურნალისტებზე სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცეს - ქარტიის ხელმძღვანელი მედიის შეზღუდვის კანონზე

09.01.24 15:23
შეიძლება, ჟურნალისტებზე სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცეს - ქარტიის ხელმძღვანელი მედიის შეზღუდვის კანონზე

საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი აქვს ჩასაბარებლი. თუ მედიის დევნის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომზადებულ სარჩელებს ტურავას სასამართლო დროულად არ განიხილავს და გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს,  არასამთავრობო სექტორის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ  კოლეგია პოლიტიკური გავლენის ქვეშაა.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დირექტორი ლია ჩახუნაშვილი შიშობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება იქცეს ჟურნალისტებზე სადამსჯელო ინსტრუმენტად პარლამენტის ხელში.

ჩახუნაშვილი ასევე საუბრობს თვითცენზურაზეც, რაზეც მისი თქმით, ჟურნალისტებმა აკრედიტაციის დაკარგვის შიშით მიმართეს და რაც კრიტიკული კითხვების არდასმაში გამოიხატება.

ამ წესის შემოღებით, ძალიან დაბლა იწევს პარლამენტის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ღიაობის სტანდარტი. ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იქცეს სადამსჯელო ინსტრუმენტად პარლამენტის ხელში. ჩვენ ვნახეთ დისკრიმინაციული გამოყენება ამ წესის უკვე. ჟურნალისტებმა ამ წესის შემოღების შემდეგ მიმართეს თვითცენზურას. ისინი ვერ სვამენ კრიტიკულ კითხვებს, ისე როგორც ადრე სვამდნენ, აკრედიტაციის დაკარგვის შიშით. ეს არის ძალიან არასწორი გადაწყვეტილება", - ამბობს  ლია ჩახუნაშვილი

საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაა. GDI-ში ფიქრობენ, რომ შალვა პაპუაშვილის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის დაწესებულ აკრძალვებს. ერთ-ერთი შეზღუდვის მიხედვით, თუ "ქართული ოცნების" წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს ამბობს, ჟურნალისტმა დაუუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გადაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აკრედიტაციას შეუუჩერებენ ან ჩამოართმევენ. საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაა. GDI-ში ფიქრობენ, რომ შალვა პაპუაშვილის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.