ორბელიანზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით დაესხნენ თავს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.