"ბავშვმა რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირა" - ბავშვის გაუპატიურებისთვის დაკავებულების ოჯახი

26.06.21 13:10
"ბავშვმა რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირა" - ბავშვის გაუპატიურებისთვის დაკავებულების ოჯახი

8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით  დაკავებული მამა-შვილის  ოჯახი მათ უმკაცრეს დასჯას მოითხოვს. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მას შემდეგ რაც მათ სახლი გადაუწვეს ბავშვებმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

მოკვდეს, რათ მინდა მე ისინი, მაგრამ ბავშვები მეცოდება, რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირეს. ის ჯობია მოკვდეს," - ამბობს ბრალდებულების ოჯახის წევრი.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. მოსამართლემ დღეს დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე 63 და 36 წლის მამა-შვილს პოლიციამ ბრალი გუშინ წარუდგინა. მას შემდეგ რაც მომხდარი ოჯახმა და ახლობლებმა  გაიგეს, გაუპატიურებაში ბრალდებულებს სახლი გადაუწვეს.

არსებული ინფორმაციით,  მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.