კლინიკების ჩამონათვალი მე პირადად ახლა თქვენგან გავიგე - ექთანი მარიკა დავრაშელიძე
"ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, მე პირადად, ახლა თქვენგან გავიგე", - ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანმა, მარიკა დავრაშელიძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მედიკოსების სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილების შესახებ, მისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
მარიკა დავრაშელიძე საავადმყოფოს დემონტაჟის ბრძანებას ულტიმატუმს უწოდებს და ამბობს, რომ ექიმები მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, მე პირადად, ახლა თქვენგან გავიგე. იქ არ ყოფილა ჩამონათვალი. ჩვენ ეს ულტიმატუმი გავიგეთ ტელევიზიით 22 იანვარს, რომელიც 24 იანვარს უკვე დაჩქარებული მეთოდით დაიწყეს ამ ბრძანების დაწერა სამსახურში და დარიგება, რომელიც მე პირადად, დღეს ჩავიბარე. ალბათ, ყველა შემთხვევაში, ჩვენ უფლებებს სახელმწიფო ვერ იცავს და ჩვენ თავს როგორც შევძლებთ თავად დავიცავთ. ყველა შემთხვევაში, ამ ბრძანებას სასამართლოში გავასაჩივრებთ. ეს ბრძანება უფრო ულტიმატუმია, ვიდრე შეთავაზება", - ამბობს მარიკა დავრაშელიძე.