როგორც ჩემს შვილებს, ისე ვაჭმევდი მაგათ - გაუპატიურებული ბავშვის მამა

26.06.21 20:58
როგორც ჩემს შვილებს, ისე ვაჭმევდი მაგათ - გაუპატიურებული ბავშვის  მამა

საზარელი შემთხვევა მარტვილში - ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგონას მამა ამბობს, რომ ბრალდებულ მეზობლებთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. მისი თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მამა-შვილი მის მცირეწლოვან შვილზე იძალადებდა.

წლების მეზობლები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რამე რომ შეგვემჩნია, ცოცხლად დავწვავდი მაგათ. როგორც ჩემს შვილებს ვაჭმევდი, ისე ვაჭმევდი მაგათ, როგორც ჩემი შვილებისთვის ვყიდულობდი, ისე ვყიდულობდი მაგეებისთვის", - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მამა.

ბავშვის მამა ასევე იმ გარემოებაზე მიანიშნებს, რომ ბრალდებულს ჯიბით დანა ყოველთვის დაჰქონდა. სწორედ დანის მუქარაზე ისაუბრა ბავშვმა მშობლებთან და თქვა, რომ მეზობელი მოკვლით ემუქრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

შეგახსენებთ, მარტვილში 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები, დააკავეს.  სოფლის მოსახლეობამ ბრალდებულების სახლი გადაწვა.