"დამაფიცა არავის არ უთხრაო" - გაუპატიურების მსხვერპლი 8 წლის გოგონას დედა

26.06.21 21:05
"დამაფიცა არავის არ უთხრაო" - გაუპატიურების მსხვერპლი 8 წლის გოგონას დედა

მარტვილში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 8 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ბავშვის დედა ტვ პირველთან ყვება, როგორ გაუმხილა შვილმა მეზობელი მამა-შვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ.

როცა ტკივილებმა შეაწუხა ბოლოს, ვეღარ გაუძლო, ალბათ და მომიყვა, ისიც ძლივს, დამაფიცა, რომ არავის არ უთხრაო. თუ არავის არ ეტყვი, მაშინ მოგიყვებიო. მომიყვა, რომ ესეთ რაღაცებს უკეთებდნენ, არა მარტო მამა, არამედ შვილი.

მეორე ბავშვთან იყო ერთჯერადი მცდელობა, აღარ განმეორებულა," - ამბობს ბავშვის  დედა. 

შეგახსენებთ, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

შეგახსენებთ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები დააკავეს.  სოფლის მოსახლეობამ, ბრალდებულების სახლი გადაწვა.