მაპატიეთ, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი - ინტერვიუ გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლთან

26.06.21 21:18
მაპატიეთ, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი - ინტერვიუ გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლთან

მარტვილში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის მეუღლე ტვ პირველთან პირველ კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ქალი ამბობს, რომ დანაშაულის შესახებ მან არაფერი იცოდა და ახლობლისგან შეიტყო, მალევე კი მათ სახლთან პოლიცია მივიდა და მის მეუღლეს და მამამთილს ხელბორკილი დაადო.

განადგურებული ვარ, დამტოვა 4 შვილით, ისეთი ოჯახები დამაკარგვინა. დიდი პატივს ვცემდი და დღესაც ესეა. ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში და მე ეს ფაქტი ეხლა გავიგე.

ახლობელმა დამირეკა და ამას და ამას აბრალებენო, მე არ დავიჯერე, მაგრამ ვთქვი სახლშიც ,თუ ეს შენ დაგატყდა, ადექი თავი მოიკალი-თქო. უარჰყვეს, გავიდა 20 წუთი და მოვიდა პოლიცია და დააკავეს", - ამბობს ბრალდებულის ცოლი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები