"მოიშორეს" - ბურუსით მოცული სიკვდილი ხონის ფსიქიატრიულში

26.06.21 21:41
"მოიშორეს" - ბურუსით მოცული სიკვდილი ხონის ფსიქიატრიულში

ბურუსით მოცული სიკვდილი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში - რომან ნინიძის ცხედარი დაჩოქილ მდგომარეობაში სააბაზანო ოთახში 17 ივნისს იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ბურუსით არის მოცული. ახლობლები ვერ ამბობენ, რამ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე და ეჭვი აქვთ, რომ პაციენტი მოკლეს.

მოგვიკლეს და დააბრალეს თვითმკვლელობა, ეს არის, იყო თვითმკვლელობა, გვაქვს ეჭვი, რომ მოიშორეს", - ამბობს ნინიძის ოჯახი.

რომან ნინიძე ფსიქიატრიულ კლინიკაში ციხიდან გადაიყვანეს. მას ფსიქიური პრობლემები რუსთავის მე-6 დაწესებულებაში სავარაუდოდ მას შემდეგ დაეწყო, რაც ციხის ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა.

შაბათის ეთერის მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ციხის დირექტორმა, შოთა ტრაპაიძემ, მსჯავრდებულის გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თავად მოითხოვა. მიზეზად ტრაპაიძე ნინიძის მხრიდან სხვა პირებისთვის ზიანის მიყენების რისკებს ასახელებდა.

ხონის ფსიქიატრიულში ირწმუნებიან, რომ ნინიძის მდგომარეობა 17 ივნისს იმდენად გამწვავდა, რომ ის სპეციალურ პალატაში მოათავსეს, თუმცა როგორც ირკვევა, ის მარტო, მეთვალყურეობის გარეშე, დატოვეს და მასზე ვიდეომონიტორინგი არ ხორციელდებოდა. ოჯახი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.

არსებობს ეჭვი, რომ ფსიქიატრიულ კლინიკებში პაციენტებს ჭარბი დოზით ნარკოტიკულ პრეპარატებს აძლევენ, რასაც ისინი სუიციდურ მდგომარეობამდე მიჰყავს. ამის ეჭვს ამყარებს პოლიციის ოქმი, რომლითაც სამართალდამცევები ინტერესდებიან, იყო თუ არა რომან ნინიძის სისხლში ნარკოტიკის კვალი.