ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში - არის მსხვერპლი
საგარეჯოში, სოფელ ჩაილურში, ავარია მოხდა. შემთხვევას 45 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “მერსედესის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
შეჯახების დროს დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.