ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ - ძალადობის მსხვერპლი 8 წლის ბავშვის ოჯახი

27.06.21 11:03
ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ - ძალადობის მსხვერპლი 8 წლის ბავშვის ოჯახი

ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგონას ოჯახი მოითხოვს, ბრალდებულებს სასჯელის მაქსიმალური ზომა, სამუდამო პატიმრობა, მიესაჯოს. ბავშვის ოჯახი ეჭვობს, რომ ძალადობაში ბრალდებული 2 მამაკაცი ციხისთვის თავის არიდებას ცდილობს და დანაშაულს ამიტომ არ აღიარებს.

ოჯახის ნათესავები ასევე ითხოვენ, შეწყდეს სახლის გადაწვის საქმე. მათი თქმით, ბრალდებულებს სახლი პროტესტის ნიშნად მთელმა სოფელმა გადაუწვა.

ყველას ერთი მოთხოვნა აქვს, ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, 20 წლის მერე გამოვა და ვიღაცას ისევ დაღუპავს.

სოფლის მოთხოვნაა, რომ შეწყდეს სახლის გადაწვასთან დაკავშირებით გამოძიება", - ამბობს ოჯახის წევრი.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის უფლებას იყენებენ.

შეგახსენებთ, მარტვილში, 2 დღის წინ, მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო 8 წლის გოგონას უფროსი დაც.,სოფლის მოსახლეობამ მომხდარის შემდეგ ბრალდებულების სახლი გადაწვა.