პედოფილიის შემთხვევა ქუთაისში - 65 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისში 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო - მოსამართლემ პატიმრობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა.
დაკავებულის ადვოკატი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
65 წლის კაცი გუშინ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო.