კლანის საგანგებო შეკრება - იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეხვედრა იწყება
სასამართლო კლანი დღეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საგანგებო შეკრებას მართავს. როგორც ირკვევა, კონსულტაციების გამართვა მიხეილ ჩინჩალაძემ გადაწყვიტა. შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ტვ პირველის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე კლანის გავლენიანი წევრები დანარჩენ მოსამართლეებს მოსთხოვენ, რომ დაგმონ ოპოზიციის ქმედებები, მათ შორის "ლელოს" წევრების ვიზიტი ვაშინგტონში.
შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერების სენატში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კლანის წევრი მოსამართლეებისთვის შესაძლო სანქციების დაწესება იყო.