ჩაშლილი წირვა - გელათი ისევ დაკეტილია

27.06.21 13:28
ჩაშლილი წირვა - გელათი ისევ დაკეტილია

მეხუთე დღეა, გელათის სამონასტრო კომპლექსი დაკეტილია. საკვირაო წირვა დღეს მრევლის გარეშე ჩატარდა. ადგილზე მისულ ხალხს გელათის ეზოს კარიც დაკეტილი დახვდა.

კულტურის სამინისტროს განმარტებით, კომპლექსის დაკეტვა თავად ექსპერტების მოთხოვნით მოხდა.

სამონასტრო კომპლექსში ევროპელი სპეციალისტები მუშაობენ. ექსპერტები იტალიიდან 23 ივნისს ჩამოვიდნენ. მათ უნდა იმუშავონ ტაძრის გადახურვის პრობლემებზე.

მსგავსი სიახლეები