პატიმრობის ნაცვლად გირაო - დაკავებული ლექტორების საქმეზე პროკურატურამ უკან დაიხია

30.01.24 20:35
პატიმრობის ნაცვლად გირაო - დაკავებული ლექტორების საქმეზე პროკურატურამ უკან დაიხია

 

 

დათანხმდებიან თუ არა დაკავებული ლექტორები პროკურატურის წინადადებას?  შოთაძის უწყებამ უკან დაიხია. ბრალდებულებს, რომლებსაც 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, შეთანხმებას სთავაზობენ. დანაშაულის აღიარება და მიყენებული ზარალის ანაზღაურება - ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება პოზიციას შეცვლის და სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ანუ ბრალდებულები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე დაელოდებიან.

პროტესტმა შედეგი გამოიღო - ასე თვლიან დაკავებულების ადვოკატები და სტუდენტები, რომლებმაც ლექტორების მხადასაჭერად ბრძოლა ჯერ ქუჩაში დაიწყეს, შემდეგ კი უნივერსიტეტის შენობაში გადაინაცვლეს. პატიმრობაში მყოფ ლექტორებს დღეს მხარდაჭერა ილიაუნის რექტორმაც გამოუცხადა.

რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო უნივესიტეტის რექტორი, რომლის კოლეგებიც პატიმრობაში არიან? ჯაბა სამუშიამ საკუთარი სტუდენტების წინაამდეგ პეტიცია შეიმუშავა და ასე ცდილობს ახალგაზრდებს კანცელარია დაატოვებინოს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები