ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

27.06.21 16:57
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. ახლობლების თქმით, ცამეტივე დაკავებული ძალადობის მსხვერპლი პოლიციელების მხრიდან თავად გახდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულის ახლობლები აქციებს აანონსებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი 3 დღის წინ  დააკავეს.

 

 

მსგავსი სიახლეები