პედოფილიის ახალი შემთხვევები - 11 წლის გოგოზე საკუთარი მამა ძალადობდა
პედოფილიის მორიგი შემთხვევები - ტვ პირველისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პედოფილიის მსხვერპლი 5 ბავშვი გახდა. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.
პედოფილიის ერთ-ერთი მსხვერპლი 11 წლის ბავშვია, რომელზეც საკუთარი მამა წლების განმავლობაში ძალადობდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას სკოლამ მიაწოდა.
2021 წლის პირველ 4 თვეში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გაუპატიურების 41 შემთხვევა მოხდა, თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით მეტია.