ხმაური ურეკში - დაკავებულის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს

27.06.21 20:17
ხმაური ურეკში - დაკავებულის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს

ურეკში, პოლიციის სამმართველოს წინ, ხმაური იყო. დაკავებული 13 პირის ახლობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი აპროტესტებენ მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცამეტივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ახლობლები შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ  გომელაურთან, შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 13 დაკავებულს პოლიციაზე ძალადობას ედავებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი 3 დღის წინ  დააკავეს.

მსგავსი სიახლეები