დაჭრა თბილისის ცენტრში - დაკავებულია 2 პირი

28.06.21 10:32
დაჭრა თბილისის ცენტრში - დაკავებულია 2 პირი

დედაქალაქის ცენტრში, 27 ივნისს მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - ბაგებში, საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

1989 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან - ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს"- აცხადებე უწყებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები