სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში - დაჭრილია 16 წლის ბიჭი

28.06.21 11:00
სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში - დაჭრილია 16 წლის ბიჭი

ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.

"პირველებმა" გაარკვია, რომ დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში თანატოლებმა მიიყვანეს, თუმცა სისხლიანი გარჩევის ამბავი დამალეს.  ექიმებს უთხრეს, რომ მათი მეგობარი მოტოციკლიდან გადავარდა. 

კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოზარდმა გონება დაკარგა. სხეულზე აღმოჩენილი მძიმე დაზიანებების გამო მედიკოსებმა  პოლიცია გამოიძახეს. ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით 16 წლის ბიჭი ოზურგეთიდან ქუთაისში რეანომობილით წაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზეა.  

ოზურგეთის, სამედიცინო ცენტრ „მედალფას" დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, მოზარდმა კლინიკაში შემოსვლისას მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მოტოციკლით მოძრაობის დროს კისრის არეში რაღაც უცხო სხეული მოხვდა.

აღენიშნებოდა კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, უსწორმასწორო ზედაპირით ნაკვეთი ჭრილობა, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა რამდენიმე საფანტი, ეს ცეცხლსასროლი იარაღია. ჭრილობა დამუშავდა, სისხლდენა შეჩერდა და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე,"- განაცხადა დავით მდინარაძემ.

"ტვ პირველს" წყარო უყვება, რომ გარჩევა და დაჭრაც ოზურგეთის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

"პირველებს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მუხლით მიდინარეობს.

მსგავსი სიახლეები