მილიონი დოზა ,,სინოფარმი" და ,,სინოვაკი" საქართველოში კვირის ბოლოს უნდა იყოს - ტიკარაძე

28.06.21 12:20
მილიონი დოზა ,,სინოფარმი" და ,,სინოვაკი" საქართველოში კვირის ბოლოს უნდა იყოს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, მილიონი დოზა ,,სინოფარმი" და ,,სინოვაკი" საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ტიკარაძე ისევ ვერ აკონკრეტებს, როდის შემოვა "ფაიზერი" საქართველოში, თუმცა ამბობს, რომ თარიღი მისთვის ცნობილია. 

შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია, დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია, რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ ვაქცინას, რომლის თარიღსაც კონტაქტიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით თარიღი და "ფაიზერიც" ჩაერთვება  მასობრივი ვაქცინაციის პროცესში", - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში "ფაიზერის"  მილიონზე მეტი დოზა შემოვა.