ლომჯარიასთვის ნინოწმინდის პანსიონის კარი იღება - ადგილზე მეუფე იაკობი ჩავიდა

28.06.21 13:02
ლომჯარიასთვის ნინოწმინდის პანსიონის კარი იღება - ადგილზე მეუფე იაკობი ჩავიდა

მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონშია. ბავშვთა თავშესაფარში ბოდბელი მიტროპოლიტი და პანსიონის ხელმძღვანელი  რამდენიმე წუთის წინ შევიდა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ადგილზე ასევე მივიდა საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა. 

რამდენიმე წუთში ადგილზე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, გამოჩნდება. ლომჯარიას აღმზრდელებთან შეხვედრის საშუალება პირველად ექნება. 

პანსიონის ახალი ხელმძღვანელი ომბუდსმენს  დაწესებულებას პირადად დაათვალიერებინებს, თუმცა ბენეფიციარებთან და აღმზრდელებთან გასაუბრება მთავარეპისკოპოსის გარეშე მოხდება.

საპატრიარქოს თავშესაფარში ამ დროისთვის  15-მდე მოზარდი რჩება.ამ ინფორმაციას პირველებს ბენეფიციარები აწვდიან. იაკობის გადაწყვეტილებით, შემცირებულია დასაქმებულთა რიცხვიც.

მსგავსი სიახლეები