სისხლიანი დაპირიპისპირება ოზურგეთში - პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული არ ჰყავს

28.06.21 13:30
სისხლიანი დაპირიპისპირება ოზურგეთში - პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული არ ჰყავს

ამ დრომდე მძიმეა ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოჯახმა არ იცის, ვინ  გაუსწორდა და რა მიზეზით არასრულწლოვანს.

დაჭრილთან გასაუბრებას მშობლები ჯერ ვერ ახერხებენ, ის ახლაც მართვით სუნთქვაზეა. პირველებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ სავარაუდო დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ ჰყავთ. 

ბავშვს დაუძახეს გაიყვანეს, ეს ვიცით, სხვა არაფერი. ჩვენც გვაინტერესებს, თუმცა ახლა მთავარია, ბავშვი გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან - ამბობს ოჯახის ახლობელი.