კატეგორიულად მოვითხოვ, მთელი ცხოვრება რა ზარალიც მომაყენა, დაბრუნებული იქნას - რუსა მორჩილაძე კობალაძეზე
ხელვანი ადამიანები საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის შეფის წინააღმდეგ - კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ამბობს, რომ გიგა კობალაძე არაადეკვატური და სასაცილო ჰონორარების დარიგებით იყო დაკავებული.
მორჩილაძე კობალაძისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
მე არ ვუსურვებ არავის ცხოვრების გართულებას, მაგრამ მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მთელი ცხოვრება რა ზარალიც მომაყენა დაბრუნებული იქნას. კარგი იქნებოდა, ეს მხოლოდ ჩემი ეჭვი რომ ყოფილიყო. 99% ავტორების, ვინც დაუფიქრებლად გადმოვედით ახალ ორგანიზაციაში, ყველას ეჭვი იყო. ეჭვი გაჩნდა იმის საფუძველზე, რომ არაადეკვატური და სასაცილო ჰონორარების დარიგებით იყო დაკავებული და ეს იყო არანორმალური და არაბუნებრივი", - ამბობ რუსა მორჩილაძე.
რატომ დაინტერესდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის მუშაობით ფინანსური პოლიცია? გიგა კობალაძეს "იპოას" ანუ იგივე "გერას" წარმომადგენლები პასუხობენ. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ კობალაძე ხელოვანების კუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. მეტიც, კობალაძის მოწინააღმდეგეების ვერსიით, გიგა კობალაძე ავტორებისთვის საჭირო დოკუმენტებს მალავდა.
გვიან ღამემდე ფინანსური პოლიცია ასოციაციის ოფისში იყო შესული. წაიღეს ფაქტობრივად ყველაფერი - კომპიუტერები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტორებისა და შემსრულებლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო სამსახური საქმეს თანხების სავარაუდო მითვისებისთვის აწარმოებს.