აქცია ურეკის პოლიციასთან - დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

28.06.21 14:52
აქცია ურეკის პოლიციასთან - დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ურეკში, საპატრულო პოლიციის შენობასთან, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილები დაკავებული პირების მუხლის გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.

აქციის მონაწილები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უწყვეტ აქციებს გამართავენ.

პატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ.

13 დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდეს.

მსგავსი სიახლეები