ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მარჯვენა სანაპიროზე 5 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა (ფოტოები ადგილიდან)
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავარია მოხდა. ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა.
ტვ პირველის კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია ორი სასწრაფო დახმარებისა და ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მარცხენა სანაპიროზე იმყოფება 10-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ევაკუატორით მიმდინარეობს სამივე მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.
ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.