ევროპარლამენტარები გომელაურს "თბილისი პრაიდის" მონაწილეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ

28.06.21 15:57
ევროპარლამენტარები გომელაურს "თბილისი პრაიდის" მონაწილეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ

პრაიდის ყველა მონაწილე  დაცული იყოს ხელისუფლების მიერ -  ევროპარლამენტარები საგანგებო წერილით შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავენ.  წერილში აღნიშნულია, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა თანასწორობის მარშის მონაწილეებმა შეძლონ თბილისში სოლიდარობის კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. 

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ იმ ძალადობრივი მოწოდებების გამო, რომელიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების მიმართ ისმის.

წერილში ირაკლი კობახიძის ხმაურიანი განცხადებაცაა ნახსენები, სადაც "ოცნების" ლიდერმა ღირსების მარშის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმენა სთხოვა. ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების აღიარებულ უფლებებთან, რადგან ღირსების მარში ის ღონისძიებაა, სადაც ადამიანები თანასწორობას ითხოვენ. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლო კომენტარები, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარშუ უნდა გაუქმებულიყო, ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალური უფლებების განხორციელებას.

მოგმართავთ როგორც მინისტრს, იმისთვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ დაუშვათ პრაიდი, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ ასევე ჩატარდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომ ყველა იყოს დაცული ხელისუფლების მიერ. 

ნანახი გავქვს წინა წლებში ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა მსგავსი აღნიშვნები თავისი სიძულვილის გამოსახატად როგორ  გამოიყენეს და თავს დაესხნენ მშვიდობიან  დემონსტრანტებს. გადამწყვეტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტური დაცვა. LGBTQ თანასწორობის სტრატეგიის, კერძოდ მისი მეოთხე თავის გათვალისწინებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მისი ურთიერთობების გაძლიერება ლგბტქ საკითხებზე", - აღნიშნულია წერილში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები