ვბრუნდები "მაესტროზე" - "უცნობი"

28.06.21 17:08
ვბრუნდები "მაესტროზე" - "უცნობი"

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, ამბობს, რომ ის ტელევიზიაში, კერძოდ კი "მაესტროზე", ბრუნდება. ამის შესახებ "უცნობმა" სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

"უცნობის" თქმით, მან საკუთარი კანდიდატურა "ტვ პირველსაც" შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. 

გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ "მაესტროზე" საავტორო გადაცემას წაიყვანს.

ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში არის პარტიული ტელევიზიების არსებობა. ზიზღის, ცილისწამებისა და ჩხუბის მიზეზის წყარო. ამ ქვეყანაში არ არსებობს ნეიტრალური ტელევიზია.  ტელევიზიებს შევთავაზე ჩემი თავი, როგორც გადაცემის წამყვანად, მათ შორის ტვ პირველსაც, მაგრამ მივიღე უარი. 
,,მაესტრომ" გამოთქვა სურვილი სექტემბრიდან მქონდეს საკუთარი გადაცემა. პატიოსანი, აპოლიტიკური გადაცემით"- აცხადებს გაჩეჩილაძე.