მსგავს შემთხვევებში ტურნირებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს - ენდი მარი ბასილაშვილის საქმეზე

28.06.21 17:24
მსგავს შემთხვევებში ტურნირებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს - ენდი მარი ბასილაშვილის საქმეზე

დიდი  სლემის ტურნირის სამგზის გამარჯვებული ჩოგბურთელი, ენდი მარი, ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ტურნირებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. 

მარიმ ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პრესკონფერენციაზე, გააკეთა.

ჩემი აზრით, უნდა იყოს პროტოკოლი, როცა შენ მიმართ ასეთი ბრალდებები არსებობს. ზუსტად არ ვიცი ამ პროცესების შესახებ, თუმცა, იმის მიხედვით, რაც მსმენია,  კარგად არ გამოიყურება.

ჩემი აზრით, ​ATP-მ, მმართველმა ორგანოებმა, ITF-მა და სლემებმა უნდა დააწესონ შეზღუდვები", - თქვა ენდი მარიმ. 

ცნობილი ჩოგბურთელის ძმა ამბობს, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ხრიკი იყოს, რომელსაც ბრიტანელი ჩოგბურთელი ტურნირის წინ მეტოქის წინააღმდეგ იყენებს. 

ბრიტანელი ჩოგბურთელი, ენდი მარი, უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს, 20:00 საათზე  დაუპირისპირდება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ედავებიან.