ქართველი მოდელი ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

28.06.21 17:49
ქართველი მოდელი ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ქართველი მოდელი ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სალომე ჩხიკვაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ  საქართველოში მყოფი უცხოელი ფოტოგრაფი  გოგონებს ფოტოებს უღებს, შემდეგ კადრებით აშანტაჟებს და  ფსიქოლოგიურად ძალადობს. მოდელი ფოტოგრაფის  ვინაობას  ასაჯაროვებს,  რომ ამით სხვა გოგონები შევიწროებისგან დაიცვას. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ფოტოგრაფი ჰუმან ზაჰედი ფოტოგრაფობას ამოფარებული მანიაკია.

სალომე ჩხიკვაძე ყვება, რომ ის ერთადერთი არ არის, ვინც ამ ფოტოგრაფის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

დაიწყო უხამსი ქმედებების განხორციელება, როგორიც არის ფეხზე ხელის დადება და კიდევ ბევრი ბინძური დეტალი. მე თავი ვიგრძენი ძალიან შეურაცხყოფილად და დამცირებულად. არ მინდა, რომ ვიღაც ფოტოგრაფი მავიწროვებდეს, მეუბნებოდა, რომ ფოტოებს მივიღებდი, თუ მასთან სახლში ავიდოდი, დავრჩებოდი და იქ გადავიღებდი სექსუალური ხასიათის ფოტოებს, ეს ადამიანი არის ფოტოგრაფობას ამოფარებული მანიაკი", - ამბობს სალომე ჩხიკვაძე. 

ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ირანელ ფოტოგრაფს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.