თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს გეგმური სამუშაოების გამო, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
ელექტრომომარაგება შეიზღუდება:
დიდუბის რაიონი:
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი:
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 X კვარტლის და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი:
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სანზონის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი:
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.