საგანგაშო სტატისტიკა - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 69 000-ით გაიზარდა
უმძიმესი სტატისტიკა - საქართველოში გაჭირვებაში მყოფი ადმაინების რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კიდევ 69 000-ით გაიზარდა და 551,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაიზარდა.