ფოთში ბენზინგასამართი სადგური ,,გალფი" დააყაჩაღეს

29.06.21 11:13
ფოთში ბენზინგასამართი სადგური ,,გალფი" დააყაჩაღეს

ფოთში ბენზინგასამართი სადგური ,,გალფი" დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ,,გალფის" თანამშრომლებს თანხა გასტაცა.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურში განთავსებული  მაღაზიიდან სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა 250 ლარამდე თანხა გაიტაცა, წაღებულია 1000 ლარამდე თანხის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.