აქცია საოკუპაციო ხაზთან - სოფელ დიცის მოსახლეობა გზების ნაწილობრივ რეაბილიტაციას აპროტესტებს

29.06.21 12:36
აქცია საოკუპაციო ხაზთან - სოფელ  დიცის მოსახლეობა გზების ნაწილობრივ რეაბილიტაციას აპროტესტებს

აქცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოდელ დიცში,  მოსახლეობა გზების ნაწილობრივ რეაბილიტაციას აპროტესტებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას დაპირდა, თუმცა მოატყუა.

დიცელების თქმით,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია მხოლოდ ორმოებს ასწორებს. გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვს.