,,ოცნებამ" გზის სრული რეაბილიტაცია სოფელში არჩევნების წაგების გამო არ შეასრულა - აქცია სოფელ დიცში

29.06.21 13:51
,,ოცნებამ" გზის სრული რეაბილიტაცია  სოფელში არჩევნების წაგების გამო არ შეასრულა - აქცია სოფელ დიცში

აქცია საოკუპაციო ხაზთან - სოფელ დიცში შეკრებილებს დღეს გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი შეხვდა. 

დიცის მცხოვრებლები ,,ქართულ ოცნებას" სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ გზების რებილიტაციას დაპირდა, თუმცა დაპირება არ შეაასრულა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიამ გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ.

თვალში გვაყრიან ნაცარს, აქამდე გააკეთეს და მერე გაჩერდნენ. ხვალ ეს გზა გაფუჭებული იქნება, რაც შეესაბამება სტანდარტს, ის გაკეთონ, ეს სოფელი პრემიერის დედულეთია. ფული შეჭამეს გზის დაგებაზე. არჩევნები რომ წააგეს აქ, ამიტომ არ გვიკეთებენ გზას - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ტარიელ მაისურაძის,  თქმით, მერიის დღის წესრიგში არ იყო გზის რეაბილიტაციის დასრულება და მომდევნო წელს ეს პროექტი განხორციელდება.

მათ წინასაარჩევნოს მიიღეს დაპირება, მაგრამ ამ სოფელკში არჩევნები წააგო ოცნებამ და ამის გამო არ დაასრულეს. 

არ ვიცი, ვინ შეპირდა ამ გზის მთლიანად დაგება, რაც სხვა სოფელში გავაკეთეთ. მზად ვართ, მომავალი წლიდან მთლიანად დავასრულოთ გზის მშენებლობა. - აღნიშნავს ტარიელ მაისურაძე.

სოფელ დიცში დღეს პოლიციაც იყო მობილიზებული, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

დიცის მაცხოვრებლები აცხადებენ,  თუ გზის რეაბილიტაციის პროცესი დროულად არ დასრულდება, აქცია პერმანენტული ხასიათის იქნება.

მსგავსი სიახლეები