იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

29.06.21 13:25
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის, თქმით, კონკურსში მონაწილეთა სია 18 კანდიდატისგან შედგება. კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მზია თოდუას, საპენსიო ასაკის გამო უფლებამოსილების ვადა იანვარში ამოეწურა.

მზია თოდუას უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გამოცხადებულ კონკურსში ერთი კანდიდატი იქნება წარდგენილი, სია 18 კანდიდატისგან შედგება. კანონი გვავალდებულებს, ეს გასაუბრებები ჩავატაროთ, შევასრულოთ, ჩავატაროთ პროცედურები, რომლის შედეგად წარდგენილი იქნება კანდიდატი პარლამენტისთვის. არ გადაგვიდია კონკურსი, მიმდინარეობდა. დაახლოებით 50 კანდიდატი იყო და ამას დრო სჭირდებოდა. ამ სიაშიც არიან კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობდნენ, ანუ პარალელურად ჩატარება იყო მიზანშეუწონელი, მრავალი გარემოება გვიშლიდა ხელს, რომ პარალელურად ჩაგვეტარებინა ეს კონკურსი“, – თქვა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.