რეიდი თბილისის აფთიაქში - აღმოჩენილია სამალავი, სადაც ფსიქოტროპული წამლებს ინახავდნენ

29.06.21 14:33
რეიდი თბილისის აფთიაქში - აღმოჩენილია სამალავი, სადაც ფსიქოტროპული წამლებს ინახავდნენ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისა, სპეციალურად მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

დაწესებულებაში კონტროლის ღონისძიების გატარების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით. 

უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული, 1489 ერთეული, ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის.