კრიმინალური ვენდეტა გორში - ტვ პირველის ინფორმაციით, ,,სემსოტა" დააკავეს
ტვ პირველის ინფორმაციით, გორში, ვერხვების უბანში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, კრიმინალური ავტორიტეტი, ,,სემსოტა", დააკავეს. მკვლელობა გორში, ვერხვების დასახლებაში, 3 ივნისს, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
როგორც ირკვევა, დაპირისპირება 42 წლის ზურაბ რიკრიკაძეს მეტსახელად "ტრუტსა" და შალვა გულიაშვილს, მეტსახელად ,,სემსოტას" შორის მოხდა.
ზურაბ რიკრიკაძეს 10-მდე ტყვია ესროლეს, აქიდან სასიკვდილო ფეხში მომხდარი ტყვია გახდა - ახალგაზრდა კაცი სისხლისგან დაიცალა.
მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება.