წყალი არ ჩანს, ვიწვით და წყალს არ გვაძლევენ - აქცია ბოლნისის სოფელ მამხუტში

29.06.21 15:36
წყალი არ ჩანს, ვიწვით და წყალს არ გვაძლევენ - აქცია ბოლნისის სოფელ მამხუტში

ხმაური  ბოლნისში, სოფელ მამხუტის მცხოვრები მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარწყავი წყალი კვირაზე მეტია, ოთხ სოფელს არ მიეწოდება. ამიტომ მოსახლეობას ნათესები სრულად გაუნადგურდა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართეს, შეპირებაც მიიღეს, თუმცა შედეგი არ ჩანს. 

წყალს არ გვაძლევენ, მთლიანი მოსავალი გაგვიფუჭდა, გვპირდებოდნენ, ხვალ იქნება, ხვალ იქნებაო, მაგრამ წყალი არ ჩანს, ვიწვით და წყალს არ გვაძლევენ, წყალში ფულს ვიხდით, იძულებულს გვხდიან, ემიგრაციაში წავიდეთ და იქ ვიმუშავოთ. გამგეობაში გვეუბნებიან, არ გვეხება წყალიაო, არადა, არჩევნების წინ ტკბილი დაპირებებით მოდიან. - აცხადებენ სოფელ მამხუტის მცხოვრებლები.

ადგილობრივები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ პრობლემის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებლების დატოვებას და საქართველოდან წასვლას გეგმავენ.