მკვლელობა გორში - შსს "სემსოტას" დაკავებას ადასტურებს

29.06.21 15:06
მკვლელობა გორში - შსს "სემსოტას" დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტოში ადასტურებენ, რომ უწყებამ გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავა. 

საუბარია განზარხ მკვლელობის საქმეზე ძებნილ კრიმინალური ავტორიტეტზე, შალვა გულიაშვილზე.

დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 38 წლის შალვა გულიაშვილს, იგივე "სემსოტას", თითქმის ერთი თვის მანძილზე ეძებდა. 

გულიაშვილს 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის, იგივე "ტრუტის", მკვლელობას ედავებიან.