ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - ხაბეიშვილი პრაიდზე

29.06.21 15:08
ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - ხაბეიშვილი პრაიდზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, "პრაიდის კვირეულის" უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხაბეიშვილის თქმით, მმართველი გუნდი ძალადობას ახალისებს. 

ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ხელისუფლების ვალია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მოსწონთ თუ არ მოსწონთ. ხელისუფლება, რომელიც თავად ახალისებს ძალადობას და მუდმივად ასეთი განცხადებებით გამოირჩევა, ეჭვი მეპარება, რომ ამას მონდომებით გააკეთებს", - ამბობს ხაბეიშვილი.