საპატრიარქოში აუდიენცია დასრულდა - განხილვის თემა ნინოწმინდის პანსიონის სკანდალი იყო

29.06.21 16:13
საპატრიარქოში აუდიენცია დასრულდა - განხილვის თემა ნინოწმინდის პანსიონის სკანდალი იყო

ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ეს გარკვეულწილად "შემაჯამებელი" შეხვედრა იყო.

დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისთვის, რომ დავსახოთ, როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.