პრაიდის მნიშვნელობას ჩვენი ახალგაზრდა მერი ვერ იაზრებს - გიორგი თაბაგარი

29.06.21 17:12
პრაიდის მნიშვნელობას ჩვენი ახალგაზრდა მერი ვერ იაზრებს - გიორგი თაბაგარი

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, თბილისის მერის, კახი კალაძის, განცხადებას გამოეხმაურა. თაბაგარი თქმით, კალაძის განცხადება, რომელიც პრაიდის კვირეულის ჩატარებას ეწინააღმდეგება, სამწუხაროა. ორგანიზატორი ხაზს უსვამს, რომ პრაიდის ჩატარება არა მხოლოდ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია. 

ძალიან სამწუხაროა კალაძის განცხადება, ახალგაზრდა მერის, რომელიც პროგრესულად იდენტიფიცირდება, პრაიდ მოძრაობა მთელ მსოფლიოში არის ქალაქის კულტურული ნაწილი, მილიონობით ადამიანი ესწრება პრაიდ ღონისძიებას, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად არის მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ ამას ჩვენი ახალგაზრდა მერი ვერ იაზრებს", - ამბობს გიორგი თაბაგარი.

 შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.